Saturday, March 5, 2016

ეკატერინე ნიკაჭაძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული

ტრენინგის მე-9 დღე
მოვახდინეთ მე-8 მოდულის განხილვა. 
გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს. ავტვირთეთ საბოლოო ნამუშევრები ბლოგზე,შევაჯამეთ განვლილი მასალა.იყო მეტად ნაყოფიერი და საინტერესო დღე. კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნა დამეხმარება , სწავლის პროცესისი დროს  მოსწავლეთა უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. 

დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ დიანას.

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

დღევანდელი დღე იყო საკმაოდ დატვირთული.  ვისაუბრეთ გეგმის სრულყოფილ ფორმაზე. პროექტის პრეზენტაციაზე და მოსწავლის ნიმუშებზე. განვამტკიცეთ წინა დღის მასალა შფასებებთან დაკავშირებით.
  აგრეთვე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. სსსმ მოსწავლეების ჩართვაზე და მათ აქტიურობაზე პროექტებთან დაკავშირებით. თუ რა საჭიროებებია საჭირო მათი შესაძლებლობების უკეთესად გამოსავლენად. ვისწავლეთ დრაივში ატვირთვა, აგრეთვე პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა. 
  დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.

Saturday, February 27, 2016



ტრენინგის მე-7 დღე
მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. შევაფასეთ, მოვახდინეთ უკუკავშირი. გადავამოწმეთ რამდენად შესაბამისად გვქონდა პროექტთან ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
განვიხილეთ შეფასებს კრიტერიუმები და ფორმები. მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია შეფასების რუბრიკაზე, მოსწავლეთა ნამუშევრებზე და მათ შეფასებაზე.ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ როგორი შეკითხვების დასმაა საჭირო მოსწავლეთა  მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოსააშკარავებლად.

Sunday, February 21, 2016

პროექტის VI დღე
ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ავვსწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა შევაფასოთ შექმნილი სასწავლო ნიმუშები პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის V დღე
 განვიხილეთ პროექტის შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. გავეცანით უკუკავშირის მეთოდებს, უკუკავშირის სახეებს, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად სახეებს, ტექსტური რედაქტორის Reviewing Toolbar-ის გამოყენებას უკუკავშირისთვის, გავეცანით ასევე საავტორო ფლებების კანინებს და ლეგიტიმურ გამოყენებას.მასალების ლეგიტიმურიგამოყენების განმსაზღვრელფაქტორებს, მითითებებს მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის, ავტორების დადგენას და აღიარებას, საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენებას მომავალში და პრეზენტაციის გამოყენებას. 

Sunday, February 14, 2016

 ტრენინგის IV დღე
დრევანდელ დღეს განვამტკიცეთ და შევაჯამეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები... მოვახდინეთ უკუკავშირი. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
 შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დავფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.
საგაკვეთილო პროცესში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სწავლის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის ინფორმირებულად დაგეგმვა. შეფასება არ არის ერთჯერადი ღონისძიება. შეფასება მუდმივი პროცესია და პროექტის განხორციელების განმავლობაში მიმდინარეობს.  შეფასება გაუმჯობესების მიზანს ემსახურება უფრო მეტად, ვიდრე ინტელექტის ტესტირების ან ფაქტების აკუმულაცისა. შეფასების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით,  გამოვავლენთ მოსწავლეთა საჭიროებებს და ადაპტირებას გავუკეთებთ სწავლებას მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.

 კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის III დღე
დღევანდელ ტრენინგზე გავიარეთ მოდული 2. ვისაუბრეთ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტი. პირველ რიგში, როგორ გამოვავლინოთ  სტანდარტით განსაზღვრულ შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს და მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვიმსჯელეთ და განვიხილეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.




Sunday, February 7, 2016

ტრენინგის I-II დღე
ტრენინგზე ვისწავლეთ პროექტების შექმნა. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და როგორ გავაკეთოთ პროექტის გეგმა.
      გავეცანით მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. მაგალითად:
  • ვიკი (მინიენციკლოპედია) - თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების განხილვებზე
  • ბლოგი რეფლექსიისთვის - ინდივიდუალური ან ჯგუფური
  • კოლაბორაციული ვებსაიტი იდეების გაზიარებისთვის
  • მონიშვნის/სარჩევის შექმნა სასარგებლო ვებ-გვერდების ჩანიშვნისა და კომენტირებისთვის                    გავეცანით  პორტფოლიოს ჩეკლისტს, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის დროს რათა გადავამოწმოთ, სად იქნება განთავსებული პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონთან დაკავშირებით.                                                                                                                                      ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქამბატონ დიანა მიქაძეს.