Sunday, February 14, 2016

 ტრენინგის IV დღე
დრევანდელ დღეს განვამტკიცეთ და შევაჯამეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები... მოვახდინეთ უკუკავშირი. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
 შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დავფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.
საგაკვეთილო პროცესში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სწავლის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის ინფორმირებულად დაგეგმვა. შეფასება არ არის ერთჯერადი ღონისძიება. შეფასება მუდმივი პროცესია და პროექტის განხორციელების განმავლობაში მიმდინარეობს.  შეფასება გაუმჯობესების მიზანს ემსახურება უფრო მეტად, ვიდრე ინტელექტის ტესტირების ან ფაქტების აკუმულაცისა. შეფასების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით,  გამოვავლენთ მოსწავლეთა საჭიროებებს და ადაპტირებას გავუკეთებთ სწავლებას მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.

 კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.

2 comments:

  1. ეკა, გისურვებ წარმატებებს!

    ReplyDelete
  2. ეკა, გისურვებ წარმატებებს!

    ReplyDelete