Sunday, February 7, 2016

ტრენინგის I-II დღე
ტრენინგზე ვისწავლეთ პროექტების შექმნა. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და როგორ გავაკეთოთ პროექტის გეგმა.
      გავეცანით მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. მაგალითად:
  • ვიკი (მინიენციკლოპედია) - თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების განხილვებზე
  • ბლოგი რეფლექსიისთვის - ინდივიდუალური ან ჯგუფური
  • კოლაბორაციული ვებსაიტი იდეების გაზიარებისთვის
  • მონიშვნის/სარჩევის შექმნა სასარგებლო ვებ-გვერდების ჩანიშვნისა და კომენტირებისთვის                    გავეცანით  პორტფოლიოს ჩეკლისტს, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის დროს რათა გადავამოწმოთ, სად იქნება განთავსებული პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონთან დაკავშირებით.                                                                                                                                      ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქამბატონ დიანა მიქაძეს.




No comments:

Post a Comment